ჭინჭარი

უმეტეს ადამიანებში ჭინჭრის ხსენება დასუსხვის ასოციაციას იწვევს, არადა იგი ბუნებისგან უხვად მორთმეული უნიკალური ნობათია. უფრო იოლია იმ დაავადებების ჩამოთვლა, რომლის მიმართაც არ გამოიყენება ჭინჭარი. არ დარჩენილა რომელიმე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიმართულება უძველესი დროიდან დღემდე, რომელსაც ჭინჭრისათვის ღირსეული ადგილი არ მიეჩინოს. მისი მოქმედების სპექტრი შთამბეჭდავია: ჭრილობების შემხორცებელი, შიდა სისხლდენის შემაჩერებელი, შარდმდენი, იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ვიტამინური, ციების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, თირკმელების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გამწმენდი, კუჭში გამხსნელი, გულის გასამაგრებელი, ტუბერკულიოზის, ბრონქიალური ასთმის, ბრონქიტის, ალერგიის, წყლულების (მათ შორის კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის), საწინააღმდეგო, რძის მოსამატებელი, თმის გასამაგრებელი, ქერტლის მოსაცილებელი და სხვ.
ჭინჭარი შეიცავს ვიტამინებს: C, K, B1, B2, კაროტინოიდებს, ქლოროფილს, გისტამინს; მიკროელემენტებს: მაგნიუმს, კალციუმს, სპილენძს, მოლიბდენს, ბარიუმს. აგრეთვე მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს და სხვ.
მხოლოდ ტრომბული დაავადებების მქონენი და ფეხმძიმე ქალები უნდა მოეკიდონ ჭინჭრის მოხმარებას ფრთხილად.
ქართულ ტრადიციულ სუფრაზე ყოველთვის მოიხმარებოდა ჭინჭარი შეჭამანდის, მოხრაკული, ნიგვზით გაწყობილი და სხვა სახით.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ჭინჭარი მოკრეფილი იყოს სუფთა, სანაგვეებიდან და გზებიდან მოცილებულ ადგილას.

About these ads

Leave a comment

Filed under ფხალეული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s