სარეცხ-საწმენდი საშუალებები-ვერაგი მტერი შიგნიდან და გარედან

თითქოს საკმარისი არ იყოს ადამიანის მოსასპობად ნიტრატებით, პესტიციდებით, ჰერბიციდებით გაჯერებული საკვები, ჩვენ კიდევ უარესს ვამატებთ იმ სარეცხ-საწმენდი საშუალებებით, რომლებსაც სამზარეულოში ვიყენებთ. სპეციალისტების აზრით ყოველწლიურად ჩვენს ორგანიზმში ხვდება ნახევარ ლიტრამდე ჭურჭლის სარეცხი საშუალება არასრულფასოვნად გარეცხილი ჭურჭლიდან, ამასთანავე ჭურჭლის რეცხვისას შევისუნთქავთ ტოქსიკურ ანაორთქლს, რომელიც სამზარეულოს გარდა მთელ საცხოვრებელში ვრცელდება.

რისგან შედგება სამზარეულოსათვის გათვალისწინებული სარეცხ-საწმენდი საშუალებები?
მათი შედგენილობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილების, ანუ შეიცავს სხვადასხვა სახის ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, ფოსფატებს. ეფექტის გასაძლიერებლად ემატება ფერმენტები, ბაქტერიციდები, მჟავები, ქაფის სტაბილიზატორები, არომატიზატორები, ქლორი და სხვა. ცალკე აღებული თითოეული ეს ნივთიერება ძლიერი შხამია, ხოლო მათი კომბინაცია ქმნის უძლიერეს შხამს. მათი ზემოქმედების თვალსაჩინო შედეგია რეცხვა-წმენდისას თვალების წვა, თავის ტკივილი, ცხვირის შიდა გარსის გამოფიტვა და ქავილი, დაღლილობა, გაძნელებული სუნთქვა და სხვა. ხოლო თუ რეზინის ხელთათმანების გარეშე ვმოქმედებთ, კანის გაწითლება, წვა, წყლულების გაჩენა. ანუ მარტო გარეგანი ზემოქმედებით ჩვენ მძიმე დარტყმა მივაყენეთ ფილტვებს, სისხლს, ნერვიულ სისტემას, კანს და სხვა.
რა ხდება შინაგანი ზემოქმედებისას? რაო, შინაგანად მას არ იღებთ? ნახეთ ჩვენი შემოთავაზებული ფილმი, მხოლოდ მეხუთედ გულმოდგინე გავლებისას მოსცილდა სარეცხი ჟელე თეფშს. ეს ნიშნავს ერთი თეფშის გადაბმულად წუთნახევრის განმავლობაში მაინც გავლებას გამდინარე ცხელ წყალში ღრუბლის დახმარებით. ჭურჭლის სარეცხი მანქანის ეფექტი იგივეა, რაც სარეცხი მანქანის, ანუ ხსნარის შემდეგ ხუთჯერ მაინც უნდა გაავლოთ ცხელ წყალში. თქვენ რამდენჯერ ან რამდენ ხანს ავლებთ?
შემდეგი პროცესი ძალიან მარტივი წარმოსადგენია. სამზარეულოს ჭუჭლიდან ქიმიური ნივთიერებები გადადის საკვებზე და შემდეგ ჩვენს ორგანიზმში. ხომ კარგად შლის ეს საშუალებები ცხიმებს, ცილებს, ნამწვებს თქვენს ჭურჭელზე? სწორედ ასეთივე წარმატებით შლის კუჭის გარსს, ღვიძლს, თირკმელებს, გადადის სისხლში და მოგზაურობს მთელს ორგანიზმში. ვინაიდან ჩვენ ამ შხამს რეგულარულად ვიღებთ, დღეში რამდენჯერმეც კი, ორგანიზმი ვერ ასწრებს გაწმენდას და ისინი ილექება სხვადასხვა ორგანოებში, შედეგად კი… კუჭის წყლული, ღვიძლის დაშლა, ფილტვების კიბო, მკერდის კიბო, ნევროზი, ალერგიული გამოვლინებები, იმუნური სისტემის მოშლა, კანის კიბო, ეგზემა, დეპრესია, ჰიპერტონია სისხლის დაავადებები, მა შორის ასე მომრავლებული ბავშვებში… ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
პრინციპში ანალოგიას წარმოადგენს ანალოგიური შედეგებით აბაზანის საწმენდი საშუალებები. რომელთა ანაორთქლის კონცენტრირება ხდება დახურულ სივრცეში…

როგორ მოვიქცეთ?
პირველ რიგში შევეცადოთ უსაფრთხო სარეცხ-საწმენდი საშუალებების შოვნას და მოხმარებას. შოვნას იმიტომ ვიძახით, რომ ჩვეულებრივ სავაჭრო ქსელში ისინი პრაქტიკულად არ იყიდება. თუ ამას არ ვიზამთ, დავუბრუნდეთ ტრადიციულ, გამონაცად საშუალებებს:
სარეცხი საპონი- მხოლოდ ყიდვისას შეარჩიეთ ისეთი, რომ არ ყარდეს (ბოლო ხანებში ჩვენს ბაზარზე გამოჩნდა ასეთი საპონი), საერთოდ იხმარეთ საპნები არომატებისა და ფერების გარეშე. საპნის ეფექტს გაზრდით წყლის დარბილებით საკვები სოდის საშუალებით;
საკვები სოდა – არბილებს წყალს, ასუფთავებს მიმხმარ-მიმწვარ ქვაბებს, ტაფებს, ქურას. დაასველეთ გასაწმენდი ნივთი და მოაფრქვიეთ სოდა, ნახევარი საათის შემდეგ გარეცხეთ;
ძმარი – წყალხსნარი 1X1 აცლის ცხიმს, აქრობს არასასიამოვნო სუნებს;
მდოგვის ფხვნილი (გარჩიცა) – შესანიშნავად აცლის ცხიმს, ბრწყინვალებას სძენს ჭურჭელს;
ლიმონის წვენი (ლიმნის მჟავა) – აცლის ცხიმებს და აქრობს არასასიამოვნო სუნებს;
ნაცარი – უძველესი სარეცხი საშუალებაა. ქილაში 1/3 ჩაყარეთ ნაცარი, დაასხით წყალი და მოურიეთ. რომ დაილექება, გადაწურეთ და ეს ხსნარი გამოიყენეთ წყალში გაზავებული. გასახეხად ღრუბელზე დაყარეთ ნაცარი ისე მოიხმარეთ

დატოვე კომენტარი

Filed under ჰიგიენა საოჯახო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s