ყურძენი

დღევანდელ მსოფლიოში ბევრი ფიქრობს, რომ ყურძნის და ღვინის სამშობლო საქართველოა.
ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება.
ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი – გარეული ვაზი-კრიკინა (უსურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი.
ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ დღეს ბევრი იწერება.
ყურძნის წიპწის სამკურნალო თვისებები, ძირითადად, განპირობებულია მასში შემავალი ფლავონოიდური ნაერთებით, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესებს, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას; ეს კი იწვევს ისეთი ავადმყოფობის შემსუბუქებას, როგორიცაა ართრიტი, დიაბეტი და დამბლით გამოწვეული მდგომარეობა. გარდა ამისა, ფლავონოიდები უკავშირდებიან კოლაგენს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში უჯრედების განახლებას, გაახალგაზრდავებას, მოქნილობასა და სხეულის სრულყოფას.
ყურძნის მარცვლები შეიცავენ შაქარს გლუკოზის სახით.ასევე 0,5 დან 1,4 % ღვინის, ვაშლის და სხვა ორგანულ მჟავებს, 0,3-0,5 % მინერალურ ნივთიერებებს, კერძოდ, ფოსფორს, რკინას, კალციუმს და სხვ.
0,15-0,9 % ცილოვან ნაერთებს, 0,3-1 % პექტინს, ასევე ვიტამინ A( კაროტინს), B1(თიამინს, ანევრინს), B2(რიბოფლავინს), С(ასკორბინის მჟავას), В6(ადერმინს), და Р(ციტრინს).
ყურძენს იყენებენ სამკურნალოდ ნივთიერებათა ცვლის და ძალების აღსადგენად. ასევე ანგინის, პირის ღრუს წყლულის და ხველის შესამსუბუქებლად. ყურძნის წვენი გამოიყენება, როგორც შარდმდენი და საფაღარათო საშუალება.
ამ უნიკალურ მცენარეში ბევრი სასარგებლო მიკროელემენტი, ვიტამინი და მინერალური მარილებია, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, იგი გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ყურძენი ასევე რეკომენდებულია სისხლნაკლულობის დროს, რადგან ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას და ამაღლებს ჰემოგლობინს.
სამკურნალოდ გამოიყენება ყურძნის წიპწებიც და ფოთოლიც.
წიპწებში აღმოჩენილია აქტიური ნივთიერება პოლიფენოლი, რომელსაც გააჩნია თვისება შეაკავშიროს თავისუფალი რადიკალები. როგორც ცნობილია ეს უკანასკნელი არის მიზეზი დაბერების და ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნის. ყურძნის ფოთოლს კი გააჩნია ბაქტერიციდული თვისება, ყურძნის ფოთლების ნაყენით მკურნალობენ კანის ჩირქოვან დაავადებებს, ასევე ივლებენ ყელს ანგინის დროს.
ყურძნისგან მზადდება ღვინო. ღვინით მკურნალობას ეწოდება ენოთერაპია.
ღვინო რთული შემადგენლობის პროდუქტია, რომელიც უამრავ სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტს შეიცავს. ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით… მდიდარია მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური ნივთიერებებით (800-ზე მეტი კომპონენტით!). ორგანიზმში მოხვედრისას ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს. ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საჭმლის შეთვისება-მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას, რის გამოც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ღვინის მცირე დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ნორმაზე დაბალანსებას.
წყარო: http://ira-gar.blogspot.com

About these ads

Leave a comment

Filed under ხილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s