გრეიფრუტი

ქართულ ციტრუსებში გრეიფრუტს მოკრძალებული ადგილი უკავია ფორთოხლის, მანდარინის და ლიმნის შემდეგ, მაგრამ თავისი სასარგებლო თვისებებით მას ღირსეული მეტოქეობა შეუძლია გაუწიოს ბევრ ხილს. მისი ნაკლები პოპულარობა განპირობებულია მომჟავო-მომწარო გემოს გამო. გრეიფრუტის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს C, P, B ჯგუფისას, კალიუმს და მაგნიუმს. აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, აუმჯობესებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას, აღაგზნებს მადას, ახდენს საჭმლის მონელების სტიმულირებას. სანამ ზედმეტი კილოგრამების დაკლებას დიეტით შეეცდებით, მოსინჯეთ გრეიფრუტი. მისი კანქვეშა ნაყოფის თხელი აფსკი შეიცავს ნივთიერება ნარინგინს, რომელიც მეცნიერთა აზრით აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ააქტიურებს ღვიძლის მოქმედებას, შედეგად ცხიმის წვას, რის გამოც გრეიფრუტის რეგულარული მიღებისას ბუნებრივად ქრებიან ზედმეტი კილოგრამები.
ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეიმს გერდის გამოკვლევით გრეიფრუტის პექტინი ისევე მოქმედებს, როგორც ქოლესტერინის შესამცირებელი ცნობილი პრეპარატები. ამ ხილის გლიკოზიდები და ვიტამინები აკეთებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას და ამცირებს არტერიალურ წნევას.
გრეიფრუტის ერთი ნაყოფი ადამიანის C ვიტამინზე დღიურ მოთხოვნილებას ფარავს. მასში შემავალი ბიოფლავონოიდები ელასტიურს ხდის სისხლძარღვებს, თავიდან გვაცილებს სისხლჩაქცევებს.
როგორც სხვა ყვითელ-ნარინჯისფერი ნაყოფები, გრეიფრუტიც აუმჯობესებს განწყობას, ამხნევებს, ორგანიზმზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, ძალას მატებს ფიზიკური და გონებრივი გადაღლისას, აუმჯობესებს მეხსიერებას.
თუ განიცდით მუდმივ დაღლილობას, თავს გრძნობთ დამტვრეულად, ავადმყოფად და ეს გამოწვეულია საფუარის სოკო კანდიდათი (candida) , რომელსაც იმუნური სისტემა გამოჰყავს წონასწორობიდან, შესაძლოა ამ ვერაგ მტერს მოერიოთ გრეიფრუტის კურკებით. სულ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს მათი ანტიბიოტიკური ზემოქმედება რვაასამდე ბაქტერიაზე.
სალათებზე გრეიფრუტის წვენის მოსხმით თქვენ ორმაგ ეფექტს მიიღებთ. თაფლში მოზელილი გრეიფრუტის ნაყოფი 1:1 შესანიშნავი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია.

%(count)s კომენტარი

Filed under ხილი

One response to “გრეიფრუტი

  1. ჩემი შვილი მოიწამლა წამლებით, ექიმმა არასწორად დაუნიშნა და ძალიან მძიმედ გახდა ავად. ერთ პროფესორთან გვყავდა, მან მოუხსნა ყველანაირი წამლები და დაუნიშნა გრეიფრუტის წვენი 1/1 გაზავებული წყალთან. გვითხრა რომ გრეიფრუტი წმენდს სისხლს თუ რამე მავნეო ორგანიზმში დაგროვილი, სულ გამოაქვს. ჩვენ მართლაც ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. ჩემი ქალიშვილი ახლაც აგრძელებს გრეიფრუტის წვენის რეგულარულად მიღებას.
    დეზერტირის ბაზარში მოსმენილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s