სოია

სოიას დიდი მომავალი აქვს, გაისმის მაღალი სამეცნიერო ტრიბუნებიდან. მას ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინ იყენებდნენ ჩინეთში. ევროპაში მისიონერებმა ჩამოიტანეს მეჩვიდმეტე საუკუნეში, ხოლო ამერიკაში მეცხრამეტე საუკუნიდან გავრცელდა. სოიას პროდუქტები აპრობირებულია არა მარტო საკვებად, არამედ როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაც. არაერთი მკურნალი ჩვენშიც და საზღვარგარეთაც თავის პრაქტიკაში იყენებს სოიას პროდუქტებს დიაბეტის, კიბოს, გულსისხლძარღვების, ალერგიის, კუჭნაწლავის და სხვა დაავადებებისას. წარმოადგენს დიეტურ და სამარხო პროდუქტს. მიუხედავად ალტერნატიული შეხედულებებისა, სოია სულ უფრო პოპულარული ხდება. მისგან რამდენიმე ასეული სახეობის პროდუქტი მზადდება. საქართველოში სოიო კარგად ხარობს და ჩვენს ბაზარზე ნაწილობრივ ქართული წარმოების სოიოა წარმოდგენილი.

სოიას ძირითადი პროდუქტებია:

სოიას ზეთი
ეს არის ნატურალური პროდუქტი – 100% -იანი მცენარეული ზეთი. არ შეიცავს ქოლესტერინს. მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები დამახასიათებელია თევზის ქონისათვის, ამიტომ ახასიათებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირება, ხოლო თევზის ქონისგან განსხვავებით მისი მიღება სიძნელეს არ წარმოადგენს. სოიას ზეთი ფართოდ გამოიყენება კვების მრეწველობაში. პოპულარულია მასში შემწვარი ზუთხი. ადამიანის დღიური ნორმა 20 გრამამდეა (1-2 სუფრის კოვზი).

სოიას ყველი (ტოფუ)
ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. საჭმელად მსუბუქი შესანიშნავი დიეტური საკვებია. კარგად იწვება ტაფაზე. მისგან მშვენიერი ხაჭაპური გამოდის. მხოლოდ ცოტა სპეციფიური, მცენარეული გემო გასდევს.

სოიას რძე
სასიამოვნო გემოს, მოტკბო სასმელია. მიიღება დარბილებულ-დაქუცმაცებული და ორთქლში გატარებული სოიასაგან. კვებითი ღირებულებით შეესაბამება 1.5-2% ცხიმიანობის ძროხის რძეს და მისი იდეალური შემცვლელია, განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის რძის პროდუქტებზე ალერგიისას. სოიას რძე გამოიყენება ფაფების, ბლინების, სუპების, ნამცხვრების და სხვათა მოსამზადებლად.

სოიას ფარში
ცხოველური ფარშის შემცვლელია დიეტური და სამარხო კვებისას. მისგან შეგიძლიათ შეწვათ კატლეტი, გააკეთოთ ტოლმა ან სხვა ნებისმიერი კერძი თქვენი ფანტაზიით. საქართველოს ბაზარზე გამშრალი ფარშია შემოტანილი.
სხვათა შორის ბად-ები NUTRIPRO, NUTRIBAR da NUTRIFEMME ნატურალური სოიოსგანაა დამზადებული.

ხშირად ისმის კითხვა, გენმოდიფიცირებულია თუ არა საქართველოში შემოტანილი სოიას პროდუქტები, და ეს კითხვა საფუძვლიანია, მსოფლიოში დიდი რაოდენობით იწარმოება გენმოდიფიცირებული სოია. ჩვენი კანონმდებლობა ჯერჯერობით არ გვიცავს თუნდაც გენმოდიფიცირებული პროდუქტების მარკირების მოთხოვნით, ამიტომ ჯერ არავინ იცის შემომტანის გარდა ამის შესახებ. დიდი ეჭვია, რომ სოიას მშრალი ფარში, რომელიც ჩვენში იყიდება და ერთ-ერთ ძირითად სამარხო პროდუქტად ითვლება, გენმოდიფიცირებული სოიასგან იყოს დამზადებული.

 

დატოვე კომენტარი

Filed under ბოსტნეული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s