წვენების შესახებ

ხილის და ბოსტნეულის ნატურალური წვენები ვიტამინების იდეალურ საკუჭნაოს წარმოადგენს. ახალგამოწურული წვენი სრულად ინარჩუნებს დადებით ღირსებებს და მისი მიღება როგორც პროფილაქტიკური, ისე გამაჯანსაღებელი მიზნით მსოფლიოს ყველა დიეტოლოგის მენიუში შედის. წვენები დაბალკაროლიულია და ამიტომ წონის პრობლემის მქონეთათვის შეუცვლელ პროდუქტს წარმოადგენს, კუჭნაწლავის პრობლემის შემთხვევაში უკეთესს ვერ იპოვით, ხოლო თუ ტემპერატურამ აგიწიათ, ერთი ჭიქა წვენით უკეთესი შედეგი შეიძლება მიიღოთ, ვიდრე სიცხის დამწევი პრეპარატით.
რა პრინციპით შევარჩიოთ წვენი?
ჩვენს ბაზარზე სამი ძირითადი ტიპის წვენი არსებობს: 1. ნატურალური, 2. იდენტური – ესეც ნატურალური პროდუქტია, მაგრამ სხვა მცენარისაგან გამოყოფილია ამა თუ იმ გემოვნების მატარებელი ნივთიერება, მაგ, შვრიისგან მარწყვის. აქედან გამომდინარე ასეთი კონცენტრატით დამზადებული წვენი ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ნატურალური. 3. სინთეტიური – მიღებულია ხელოვნურად.
ჩვენთვის საინტერესო მხოლოდ ნატურალური წვენებია, მაგრამ აქაც არ არის ერთგვაროვნება. არსებობს 100% ნატურალური, სხვადასხვა შეფარდებით წყლით გაზავებული, ცივად გამოხდილი და თერმულად დამუშავებული, შაქრით ან სხვა საშუალებით დატკბილული, ნატურალურად გამოხდილი ან კონცენტრატისგან დამზადებული.
საქართველოს წვენების ბაზარი საკმაოდ გადატვირთულია სხვადასხვა ქვეყნებისა და ფირმების პროდუქციით. ნატურალური წვენები ძირითადად კონცეტრატისგანაა დამზადებული, სხვანაირად წარმოუდგენელია რუსეთში ან სომხეთში ანანასის, ფორთოხლის და სხვა ეგზოტიკური ხილის წვენები იწარმოებოდეს. სამრეწველო წარმოების წვენებს ორი არსებითი ნაკლი აქვს, დიდხანს შენახვის მიზნით ან კონსერვანტებს შეიცავენ, ან თბური დამუშავება აქვს გავლილი. ანუ ან მავნეა, ან უსარგებლო, ვინაიდან მაღალი ტემპერატურა სპობს წვენის თითქმის ყველა დადებით კომპონენტს. ბოსტნეულის წვენებზე საერთოდ ლაპარაკი აღარა, მხოლოდ ტომატისას თუ გადააწყდებით.
თუ გსურთ ხილის ან ბოსტნეულის სრულფასოვანი წვენი, თავად უნდა გამოწუროთ ცივად ხელის ან ელექტრო წვენსახდელით. გვერწმუნეთ ეს შრომა დაგიფასდებათ.

დატოვე კომენტარი

Filed under წვენები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s