Category Archives: მასაჟი

მსოფლიოში მასაჟის მრავალი სახეობა არსებობს. მდიდარია მასაჟის დროს გამოსაყენებელი მოწყობილობების არსენალიც. რა უნდა ვიცოდეთ მასაჟის შესახებ?
მასაჟი დღეს ცივილიზებულ მსოფლიოში ყოველდღიური მოთხოვნილების სერვისად იქცა. ეს განპირობებულია იმ თვალსაჩინო ეფექტით, რასაც მისი გამოყენება იწვევს.
მასაჟი ზოგადად და განსაკუთრებით ზეთების გამოყენებით:
• კვებავს კანს, სძენს სიცოცხლის ელფერს, ჭიმავს ნაოჭებს;
• ადუნებს და ტონიზირებას უკეთებს კუნთებს;
• სხეულს აძლევს ლამაზ მოხაზულობას, კორექტირებას უკეთებს ფიგურას;
• ზემოქმედებს ადამიანის ყველა სისტემებზე და ორგანოებზე, ნორმალურს ხდის მასში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებს;
• აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
• ზრდის ჯანგბადის მიწოდებას ქსოვილებში;
• ორგანიზმიდან გამოაქვს სასიცოცხლო ქმედებათა პროდუქტები (ნარჩენები);
• აძლიერებს ორგანიზმის წინააღმდეგობას დაავადებათა მიმართ, აუმჯობესებს იმუნიტეტს;
• სხეულს სძენს სიმსუბუქეს, აქტიურობას, ენერგიას;
• მოქნილს ხდის სახსრებს,, აუმჯობესებს სხეულის დგომას და გრაციოზულს ხდის მოძრაობებს;
• მოქნილს ხდის ხერხემალს, ამაგრებს ნერვულ დაბოლოებებს სხეულის ყველა ნაწილში;
• ზრდის სასიცოცხლო ენერგიას და ამაღლებს სექსუალურ აქტივობას;
• აწესრიგებს ელექტრომაგნიტური ნაკადების მოძრაობას სხეულში;
• აუმჯობესებს გონების კონცენტრაციას;
• სძენს თავდაჯერებულებას და ამაგრებს ნებისყოფას;
• აახალგაზრდავებს და ეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში;
• ეფექტურად ხსნის სტრესს, დაძაბულობას, დაღლილობას და სხვა;

ყველაზე მოთხოვნადად კლასიკური მასაჟი რჩება, თუმცა სულ უფრო პოპულარული ხდება წერტილოვანი, თაფლის, აიურვედას და სხვა ნაირსახეობანი.

ჩვენში უკვე საკმაოდ არიან მასაჟის კარგი სპეციალისტები, უფრო მეტი იბრალებს. გაიკითხეთ. უტყუარი შემფასებელი თქვენი სხეული და გუნება-განწყობაა. მასაჟისტის პირველივე შეხებაზე თუ სასიამოვნო შეგრძნება დაგეუფლათ, ჩათვალეთ, რომ მას ღვთით ბოძებული უნარი გააჩნია და დაეშურეთ…

Детский массаж

Массаж в раннем возрасте. Особенности и отличия.

Организм ребенка все время развивается и по характеру своих ответных реакций на различные внешние влияния отличается от организма взрослого человека. Continue reading

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under ბავშვის

მასაჟის სპეციალისტის მომსახურება

ჯანსაღი ცხოვრების კლუბი “ედემის” რეკომენდირებული დიპლომირებული მასაჟის სპეციალისტი (ქალი) მრავალწლიანი გამოცდილებით, გაგიწევთ მომსახურებს თქვენს სახლსა და ოფისში Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under მასაჟი