Category Archives: მკურნალობა

ამ კატეგორიაში შევეხებით სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობის გამოცდილებას სხვადასხვა მეთოდებითა და საშუალებებით კომპლექსურად. გაითვალისწინეთ, რომ აქ წარმოდგენილი რჩევები თუ რეცეპტები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. კლუბი ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს მათი გამოყენებით გამოწვეულ უარყოფით მოვლენებზე. ჩვენ ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ადამიანი ინდივიდუალური სამყაროა, ერთი რამ ერთს თუ არგებს, მეორეს შეიძლება აწყინოს. თუ სპეციალისტზე ჯიბე ვერ გაგიწვდებათ, საკუთარ თავზე უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ვინც ირწმუნა, შედეგებიც მიიღო.

გრიპის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით/ვასილ გულაშვილი, თორნიკე ვარდიაშვილი

შ ა ვ ი   მ ო ც ხ ა რ ი

ყველაზე ეფექტურ ხალხურ საშუალებად ითვლება შავი მოცხარის მიღება ნებისმიერი სახით. ეს კენკრა შეცავს დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინს. ზამთარში იყენებენ შავი მოცხარის გამშრალ ყლორტებს. რომელსაც ჩაივით ადუღებენ, ფუთავენ 4 სთ და სვამენ ღამით 2 ჩაის ჭიქას თაფლით დამტკბარს ცხელი სახით.

ხ ა ხ ვ ი,   ნ ი ო რ ი

გრიპის სიმპტომების დაწყებისთანავე ხახვს ჭრიან და ყნოსავენ დღეში 3-4-ჯერ. ამავე დროს ამზადებენ ნივრის წვეთებს: 2 თავ ნიორს (100 გრ) ნაყავენ, ასხამენ 1 ჭიქა არაყს და კარგად ანჯღრევენ. ხშირად იწვეთებენ ენაზე 1 წვეთს. ასეთი მკურნალობა ტარდება 3-4 დღე.

ხ ა ხ ვ ი

გრიპის წინააღმდეგ რეკომენდებულია სადილზე ყოველდღიურად მიირთვათ წვრილად დაჭრილი ხახვი არაჟნით (1 ს.კ. ხახვზე 1 ს.კ. არაჟანი).

ჟ ო ლ ო

ჟოლო ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალებაა. კარგია აგრეთვე ჟოლოს ფოთლების ჩაი.

ნ ა კ რ ე ბ ი

ჟოლოს ნაყოფს და ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 20 წთ და წურავენ. ღებულობენ ცხელ ნაყენს (1 ჭიქას) ღამით, როგორც ოფლმდენს.

მ დ ო გ ვ ი

შალის წინდებში იყრიან მშრალი მდოგვის ფხვნილს და ასე დადიან რამდენიმე დღე. გრიპის სიმპტომები მთლიანად ქრება.

ა ლ ო ე

ცხვირში იწვეთებენ ალოეს წვეთებს. 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში, ყოველ 2 საათში, 3 დღის განმავლობაში.

თ ა ფ ლ ი  და   ნიორი

ნიორს ხეხავენ სახეხზე, ურევენ თაფლს (1:1) ღებულობენ 1 ს.კ. წყალთან ერთად.

მ დ ო გ ვ ი ს   ა ბ ა ზ ა ნ ე ბ ი

გრიპის დაწყებისთანავე ყველაზე კარგ ეფექტს იძლევა ფეხის აბაზანები. ამისათვის ვედროში ასხამენ ცხელ წყალს, შიგ ჩაყრიან 1 სუფრის კოვზ მშრალ მდოგვს და ათავსებენ ფეხებს 10-15 წუთით. ამის შემდეგ სვამენ ცხელ ჩაის ჟოლოთი და წვებიან საწოლში.

კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს   ი ნ ჰ ა ლ ა ც ი ა

ხარშავენ კარტოფილს კანიანად. უწურავენ წყალსა და კარტოფილიდან ამოსულ ორთქლს ისუნთქავენ ცხვირსა და პირიდან 10-15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ სვამენ ცხელ ჩაის ჟოლოთი და თბილად წვებიან ლოგინში.

ც ხ ვ ი რ ი ს  გამორეცხვები

ირეცხავენ ცხვირის ნესტოებს მარილწყლით ან ზღვის წყლით. (1 ჭიქა თბილ წყალში ხსნიან 1 ჩაის კოვზ მარილს და 5-7 წვეთ იოდს). ჯერ ერთი ნესტოთი ისრუტავენ წყალს, შემდეგ მეორეთი და ხახიდან გამოღვრიან. პროცედურას იტარებენ დღეში რამდენჯერმე.

წყარო: http://education.ge

Advertisements

დატოვე კომენტარი

Filed under გრიპი