Category Archives: ხილი

ხილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის კვებაში. ხილი შეიცავს დიდი ოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს და კოსმიურ ენერგიას. ამ კატეგორიაში წარმოგიდგენთ სხვადასხვა ხილის დახასიათებას. საერთოდ უნდა ეცადოთ, რომ ხილი მიირთვათ შხამქიმიკატების გარეშე მოყვანილი, მათ მავნებლობაზე შესაბამის კატეგორიაში იხილავთ. ბოსტნეულისგან განსხვავებით ნიტრატების მხრივ ხილი იმდენად საშიში არაა, ვინაიდან ხის ნაყოფები მას დიდი რაოდენობით არ აგროვებს. თუ გაგაჩნიათ დამატებით საინტერესო ინფორმაცია, გაუზიარეთ სხვებსაც.

ანანასი

ტროპიკული ხილის მეფე, ასე უწოდებენ ანანასს და არც თუ ტყუილად. იგი შეიცავს თითქმის ყველა ვიტამინს და მინერალურ ნივთიერებას.
ანანსის სამშობლოდ ითვლება ბრაზილია. კოლუმბი მოიხიბლა ამ ერთდროულად გირჩისა და ვაშლის მსგავსი ხილით. დღემდე შემორჩა ინგლისურ ენაში სახელწოდება “პინეაპლე” -გირჩვაშლა.
ანანასის მომჟავო-ტკბილი ქარვისფერი რბილობი სასიამოვნო საჭმელია, ხოლო სასიამოვნოზე მეტად სასარგებლოა, ანანსასის რბილობში 87% წყალია, 12-15% ფრუქტოზა, ორგანული მჟავები, B ჯგუფის ვიტამინები, PP, პროვიტამინი A, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, თუთია, რკინა, სპილენძი, მარგანეცი, იოდი.
ანანასისი ნაყოფის ან წვენის მიღება დადებითად მოქმედებს კუჭქვეშა ჯირკვალზე, ასტიმულირებს კუჭნაწლავის მოქმედებას, ამცირებს სისხლის წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, გვეხმარება ზედმეტი წონის დაკლებაში. განსაკუთრებული პოპულარობა ანანასს ბოლო დროს მოუტანა მის რბილობში ბრომელაინის- ფერმენტების ნარევის აღმოჩენამ, რომელიც შლის ცილებს.

დატოვე კომენტარი

Filed under ხილი

კივი

კივის სამშობლო ჩინეთია. საქართველოში კივის მოშენება მაშინ დაიწყო, როცა მსოფლიოს უკვე კარგად ჰქონდა ეს საინტერესო ხილი დაგემოვნებული. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ხილი

ბანანი

ერთერთი ყველაზე რეიტინგული ხილია. მისი სამშობლოა ინდოეთი. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ხილი

გრეიფრუტი

ქართულ ციტრუსებში გრეიფრუტს მოკრძალებული ადგილი უკავია ფორთოხლის, მანდარინის და ლიმნის შემდეგ, მაგრამ თავისი სასარგებლო თვისებებით მას ღირსეული მეტოქეობა შეუძლია გაუწიოს ბევრ ხილს. მისი ნაკლები პოპულარობა განპირობებულია მომჟავო-მომწარო გემოს გამო. გრეიფრუტის ნაყოფი შეიცავს შაქარს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს C, P, B ჯგუფისას, კალიუმს და მაგნიუმს. აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას, აუმჯობესებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობას, აღაგზნებს მადას, ახდენს საჭმლის მონელების სტიმულირებას. Continue reading

%(count)s კომენტარი

Filed under ხილი

ფორთოხალი

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილია მსოფლიოში. მისი სახელწოდება ქართულში ბერძნულიდანაა შემოსული. სელექციის შედეგად ფორთოხლის მრავალი ჯიშია გამოყვანილი. ჩვენში ძირითადად გავრცელებულია ე.წ. ქართული ფორთოხალი, რომელსაც კურკები აქვს და ზოგჯერ ცოტა მომჟავოა და “ვაშინგტონი”, რომელიც უცხოურ ანალოგებს ზომითა და შაქრიანობით ჩამოუვარდება, მაგრამ წვნიანი და ძალიან გემრიელია.
ც ვიტამინის წყალობით თავიდან გვაცილებს გაციებას, შეიცავს ბ ჯგუფის ვიტამინებს, პროვიტამინ ა-ს, კალიუმს. კურნავს რევმატიზმის სიმპტომების მქონე დაავადებებს.

Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ხილი

მარწყვი

ადამიანის ერთ-ერთი საყვარელი ხილია. ადრეულა მოსავალს ზამთავრგამოვლილი და ვიტამინებსა თუ სხვა მიკროელემენტებს მოწყურებული ორგანიზმი აქტიურად ითხოვს. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ხილი

ბროწეული

ბროწეული ნატუროპათების მიერ სუპერსაკვებადაა მიჩნეული და არც თუ უმიზეზოდ. მისი ნაყოფი მდიდარია ასკორბინისა და სხვა ხილის მჟავებით, შაქრებით, ტანინებით. ხალხურ მედიცინაში ტკბილი ბროწეულის წვენს იყენებენ თირკმელების დაავადებისას, ხოლო მჟავეს- ქვების საწინააღმდეგოდ თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში. ბროწეულის წვენი კარგად კლავს წყურვილს ციებ-ცხელებისას, მოქმედებს როგორც სიცხის დამწევი, ახდენს ხმის დაწმენდას. იგი შეიცავს ბევრად მეტ ანტიოქსიდანტებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სასმელი წითელი ღვინის ჩათვლით. ბროწეული ეფექტურია ხველებისას, გაციებისას, ორგანიზმის გამოფიტვისას და სხვა. ნაყოფის კანის ნახარში გამოიყენება ანთებითი დაავადებებისას ღვიძლში, თირკმელებში, პირის ღრუში, სახსრებში, სისხლდენისას და სხვა. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ხილი