Category Archives: ეს საინტერესოა

ქალბატონებო, ხომ გსურთ რომ შეინარჩუნოთ ლამაზი ფეხები სიცოცხლის ბოლომდე?

ჯანსაღი ცხოვრების გაკვეთილები
ხომ გსურთ რომ შეინარჩუნოთ ლამაზი ფეხების სიცოცხლის ბოლომდე?
რა თქმა უნდა ვის არ სურს?
მთელი დღის განმავლობაში სიარულის, დგომის თუ ჯდომის დროს ფეხებში სისხლის მოძრაობა დუნდება, რასაც დროთა განმავლობაში მივყავართ ფეხების გასიებამდე, ტრომბის წარმოშობამდე.
ამის თავიდან ასაცილებლად სრულიად საკმარისია ყოველ საღამოს გამოყოთ მხოლოდ ორი წუთი. Continue reading

დატოვე კომენტარი

Filed under ეს საინტერესოა, სილამაზე

შავი ქლიავი შესანიშნავად აკეთებს ხორცის დეზინფექციას

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შავი ქლიავის ჩირი გარდა საკვებისა, შესაძლებელია გამოვიყენოთ პროდუქტების სადეზინფექციოდაც. ეს აბსოლუტურად უვნებელი და საკმაოდ იაფი საშუალება ქიმიური ანალოგების კარგი ალტერნატივაა. კანზასის უნივერსიტეტის პროფ. დანიელ ფანგმა აღმოაჩინა, რომ შავი ქლიავის ჩირის ანტიბაქტერიალური თვისება შესანიშნავად გამოდგება ხორცის დეზინფექციისათვის. ფარშში დამატებულმა მისგან დამზადებულმა ექსტრაქტმა მნიშვნელოვნად შეამცირა ბაქტერიების ზრდა, მათ შორის სალმონელოზის, სტაფილოკოკის და სხვა. ტეხასის მიკრობიოლოგებმა გამოარკვიეს, რომ შავი ქლიავი კარგად ინახავს ტენს და ხორცი დიდხანს რჩება წვნიანი. თურმე ბევრ სხვა ხილსაც ჰქონია ანალოგიური თვისება, მაგრამ შავი ქლიავის ექსტრაქტი ხორცს არ აძლევს არავითარ გემოს და ამიტომ ოპტიმალურად ითვლება. ამასთანავე იგი ჯანმრთელობისათვის ძალიან სასარგებლოა.

დატოვე კომენტარი

Filed under ეს საინტერესოა